საზოგადოება
31/10/2020

ბიძინა ივანიშვილი : არ შემცდარა ქართველი ამომრჩეველი და ღირსეულ ხალხს დაუჭირა მხარი

არჩევნების დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩევლებს მიმართა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ღირსეულია გუნდია.

მან საზოგადოებას „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა.

„გილოცავთ, აი რა მაგარი ხალხი ვართ ქართველები. მადლობა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, ლიდერებს, თქვენ ახალგაზრდებს. თქვენ მოიტანეთ ეს გამარჯვება. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნება“ მესამედ იმარჯვებს არჩევნებში. ქართველმა ამომრჩეველმა ისწავლა გარჩევა და ანალიზი, რასაც ევროპელებმა გაცილებით მეტი დრო მოანდომეს. ამიტომ დიდი მადლობა თქვენ, თქვენ გამჭრიახი გონებისთვის.

გარწმუნებთ, რომ საქართველომ ჩაატარა ღირსეული არჩევნები, გარწმუნებთ, „ქართული ოცნება“ ღირსეული გუნდია და არ შემცდარა ქართველი ამომრჩეველი და ღირსეულ ხალხს დაუჭირა დღეს მხარი. გაძლევთ პირობას, რომ „ქართული ოცნება“ როგორც იყო სახალხო, ისევე იქნება სახალხო და დარჩება ხალხის სამსახურში", - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022