საზოგადოება
06/08/2020

ბავშვები და ახალგაზრდები - ეკონომიკური კრიზისის მესამე ეტაპის სამიზნე ჯგუფი

ბავშვები და ახალგაზრდები მთავრობის ეკონომიკური კრიზისის მესამე ეტაპის სამიზნე ჯგუფი აღმოჩნდა.

გიორგი გახარიას თქმით, მისი ეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და მათ დახმარება ესაჭიროება, მით უმეტეს, რომ როგორც პრემიერი ამბობს, "გრძელვადიან ეკონომიკურ კრიზისში შევდივართ და მთავრობის პასუხისმგებლობაა დაეხმაროს მოქალაქეებს იმ მინიმუმის შესანარჩუნებლად, რომელსაც ეს ოჯახები მიჩვეულები არიან."

პრემიერი განმარტავს, რომ მიზნობრივად უფრო სწორი ჯგუფის ამორჩევა იყო შეუძლებელი და გადაწყვეტილება მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხანგრძლივი დისკუსიების შემდგომ მიიღო.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ამას ვერ გააკეთებდა რომ არ ყოფილიყო StopCov ფონდი.

პრემიერი არ გამორიცხავს მდგომარეობის ასე გაგრძელების შემთხვევაში მომავალი წლის დასაწყისში დამატებით კიდევ ერთი სოციალური პაკეტის ამოქმედების საჭიროებას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020