საზოგადოება
01/11/2022

ბათუმის ახალ სტადიონს მსოფლიო დაჯილდოებაზე წარადგენენ

უძრავი ქონების ეროვნული ოსკარის მფლობელი ბათუმის ახალი სტადიონი მსოფლიო დაჯილდოებაზე წარსდგება.

მსოფლიო დაჯილდოება FIABCI World Prix d’Excellence Awards 2023 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.

„ჩვენი საშინაო არენა მალე მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d’Excellence Awards, წარსდგება. ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე – FIABCI Georgia Prix d’Excellence Awards 2022, საუკეთესო საჯარო შენობების ნომინაციაში გაიმარჯვა და უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა. გამარჯვებულების გამოვლენა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად ჟიურის მიერ განხორციელდა. მსოფლიო დაჯილდოება FIABCI World Prix d’Excellence Awards, რომელიც 2023 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება, ბათუმის იქნება წარდგენილი,“ – ნათქვამია ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახურის გვარცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი და უეფას IV კატეგორია აქვს მინიჭებული. შენობის ფასადი ქართული ცეკვის, ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავი მოცეკვავეების სილუეტებს იმეორებს. სტადიონის გარე ტერიტორიაზე 1200 მანქანაზე გათვლილი ღია პარკინგი, სკვერები და კომერციული სივრცეებია მოწყობილი.