საზოგადოება
28/07/2020

ბაკურიანის განვითარებისთვის EBRD–იმ 5 მლნ ევრო გამოყო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ბაკურიანში მუნიციპალური სერვისებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებისთვის 5 მლნ ევრო გამოყო.

დაბა ბაკურიანი აღიჭურვება სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით, როგორიცაა: თოვლის საწმენდი, ნარჩენების შესაგროვებელი და მულტიფუნქციური სატვირთო მანქანები. ასევე, ბაკურიანს 10 თანამედროვე სამგზავრო ავტობუსი ეყოლება.

”პროექტი ხელს შეუწყობს საკურორტო ქალაქში მუნიციპალური სერვისების, უსაფრთხოების ზომებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას,“ – ამბობს EBRD-ის კავკასიის რეგიონალური დირექტორი.

EBRD გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ სამთო–სათხილამურო კურორტი ბაკურიანი ერთ–ერთია, რომელსაც ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. შესაბამისად, ინფრასტურქტურული პროექტები, გარემოს გაუმჯობესება და ტრანსპორტით უზრუნველყოფა მეტ კომფორტს შესთავაზებს დამსვენებლებს.   

„პროექტი ასევე ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის გაზრდას, EBRD უზრუნველყოფს ტექნიკური თანამშრომლობის დაფინანსებას, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა ტრენინგისა და ქალების პოპულარიზაციას ავტობუსის მძღოლების როლებისთვის,”- ამბობს კატარინა ბიორლინ ჰანსენი.  EBRD არის წამყვანი ინვესტორი საქართველოში. ბანკმა 252 პროექტში,  ჯამში  3,8 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. აქედან 89 % კერძო სექტორში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020