საზოგადოება
15/12/2022

ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი მცირდება - რეგულაციის დეტალები

ავტომობილის გამონაბოლქვზე შემოწმების სტანდარტი მკაცრდება.

რეგულაცია 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება, რაც გულისხმობს ტექნიკური ინსპექტირებისას გამოსაყენებელი გამონაბოლქვში ნახშირჟანგის (CO-ს) შემცველობის ნორმების კოეფიციენტის განსაზღვრას. კერძოდ, ბენზინის ძრავიანი ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი შემცირდება და გახდება 0.55% ძრავის უქმ სვლაზე.

საწყის ეტაპზე - 2017 წელს, გამონაბოლქვის დასაშვები ნორმების გამკაცრების გადავადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიღებული იქნა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სტატისტიკური ინფორმაციის გათვალისწინებით, რადგანაც საქართველოს ავტოპარკი მზად არ იყო რეგულაციების გამკაცრებისთვის, პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაქვემდებარებული მთლიანი საავტომობილო პარკის დაახლოებით 50% ვერ დააკმაყოფილებდა CO-ის შემცველობასთან დაკავშირებულ სტანდარტს და დახარვეზდებოდა.

იმ მიზნით, რომ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, პანდემიის პირობებში მისცემოდათ დრო და საშუალება, რათა გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის ევროპულ სტანდარტთან დაახლოებისთვის მოეწესრიგებინათ მათ მფლობელობაში არსებული ავტომობილები, ზემოაღნიშნული ცვლილებებით დადგინდა 2023-2025 წლებისთვის განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოსაყენებელი CO-ს კოეფიციენტის განსაზღვრის გარდამავალი ეტაპები.

ცვლილებების თანახმად, 2024 წელს გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 0.5%-ს, 2025 წლიდან კი ძრავის უქმ სვლაზე – 0.5%, ხოლო ძრავის უქმ სვლაზე მაღალ ბრუნთა რიცხვით – 0.3% უნდა შეადგინოს.

აღნიშნული ნორმების ეტაპობრივი გამკაცრების შემდგომ 2025 წლისთვის უზრუნველყოფილი იქნება სრული შესაბამისობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საავტომობილო პარკის ეკოლოგიურ მდგომარეობას და შეამცირებს ავტომობილის გამონაბოლქვის შედეგად გარემოსთვის მიყენებულ ზიანს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023