საზოგადოება
27/04/2022

ავტომობილის არასწორად პარკირებაზე ჯარიმა ორმაგდება

ავტომობილის არასწორად პარკირებაზე ჯარიმების რაოდენობა იზრდება, - საკანონმდებლო ინიციატივა თბილისის მერიამ პარლამენტთან თანამშრომლობით მოამზადა. 

პროექტით უქმდება მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების პრაქტიკა, მას კანონდამრღვევი სტანდარტული წესით და ესემესით მიიღებს. ტროტუარზე პარკირების შემთხვევაში ავტომობილი დაუყოვნებლივ ევაკუაციას დაექვემდებარება. 

ველოსიპედის ბილიკზე, ტაქსის მარკირების, ელექტრომობილების დამუხტვის და შშმ პირთათვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება.

ამავდროულად 100 ლარით დაჯარიმდება მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის და ავტობუსის გაჩერებაც.

ჯარიმა ხუთმაგდება ზონალური პარკირების წესის დარღვევაზე და 10 ლარის ნაცვლად 50 ლარით განისაზღვრება.

ამავდროულად მუნიციპალიტეტს მიენიჭება უფლება განსაზღვროს საავტობუსო ზოლზე ტაქსის გადასვლის ადგილები და პირობები.