საზოგადოება
21/09/2020

ავთანდილ ცქვიტინიძე საკუთარი ფერწერული ნამუშევრების გამოფენას გეგმავს

ავთანდილ ცქვიტინიძე პანდემიის პერიოდში თავის ძირითად საქმიანობას, ფერწერას დაუბრუნდა და მალე საკუთარი გამოფენის მოწყობას გეგმავს.

„დავუბრუნდი ფერწერას, პირველი ეტაპისთვის მაქვს უკვე 20 ნამუშევარი,“ – ამბობს ქართველი დიზაინერი "ბიზნესპარტნიორთან".

მისი თქმით, პანდემიის პერიოდი მისთვის სასიამოვნო და სასარგებლო აღმოჩნდა.

"მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, აუცილებლად გავაკეთებ გამოფენას, თუ სიტუაცია არ დასტაბილურდება, ვიდეო ვერსიით მაინც მოხდება ტილოების ჩვენება,“ – აღნიშავს ავთანდილი.

დიზაინერის თქმით, რთული იქნება ნამუშევრების მიხედვით კოლექციის შექმნა, რადგან თითოეული მათგანი ფილოსოფიურია.