საზოგადოება
09/11/2022

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მეორე პროექტი კალოუბნის N18-ში განხორციელდება

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების  პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი კალოუბნის N18-ში განხორციელდება.

თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლებთან შეთანხმება მიღწეულია და საპროექტო კომპანიასთან ხელშეკრულებაც გაფორმდა.

"ავარიული კორპუსების ჩანაცვლების  პროგრამის ფარგლებში, უკვე მეორე პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელიც პროექტირების ეტაპზეა. კალოუბნის N18-ში მდებარე კორპუსი უმძიმეს მდგომარეობაშია. დაახლოებით, 30 ოჯახი ცხოვრობს აქ და მათი მოთხოვნის საფუძველზე, დაიწყო გადაწყვეტილებების მიღება. მოსახლეობასთან შეთანხმება მიღწეულია. გაფორმებულია ხელშეკრულება საპროექტო კომპანიასთანაც, რომელიც დეტალურ პროექტირებას წლის ბოლომდე დაასრულებს", - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას გარემონტებული ფართები ჩაბარდება. 

"პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები ოჯახები ახალაშენებულ კორპუსში იცხოვრებენ. მათ გარემონტებული და სრულად მოწესრიგებული ბინები ჩაბარდებათ. პროექტი ორი წლის განმავლობაში დასრულდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა რაიონების გამგებლებს მსგავსი პრობლემის მქონე ოჯახების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"სამწუხაროდ, დედაქალაქში, დაახლოებით, 10 000 ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს,  მაგრამ საზოგადოებას კონკრეტული პროგრამა წარვუდგინეთ, რომლის მიხედვითაც, მომდევნო წლების განმავლობაში ეს შენობები ჩანაცვლდება. გამგებლებს მოგიწოდებთ, მაქსიმალური მხარდაჭერა ოჯახებს, რომლებიც ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებიან. არის შემთხვევები, როდესაც ზოგი მათგანი დამატებით ფართებს ითხოვს, მეზობლები ვერ თანხმდებიან სხვადასხვა საკითხზე, რაც იწვევს პროექტის შეფერხებას, თუმცა, ჩვენი მხრიდან იქნება სრული მზაობა აღნიშნული პროექტის წარმატებით განსახორციელებლად", - განაცხადა კახა კალაძემ.



Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023