საზოგადოება
24/02/2021

ასოციაცია: კერძო ბაღების 40% მუშაობის განახლებას ვერ შეძლებს

მთლიანი რეგიონის მასშტაბით, საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაციის ინფორმაციით, კერძო ბაღების 40% უკვე გაკოტრებულია და ფუნქციონირბის აღდენას ვეღარ შეძლებს. ასოციაციის თავმჯდომარის, პავლე ქალიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, ბაზარზე დაახლოებით 380 კერძო ბაგა-ბაღია დარჩენილი.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, კერძო ბაგა-ბაღები, არსებული რეგულაციების გარდა, რომლებსაც 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა ტესტირების ვალდებლება დაემატა, სპეციალური სამოქმედო გეგმებითაც მოუწევთ ხელმძღვანელობა. ახალი გეგმით, ბავშვების სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთისგან გაიმიჯნება და მათი ერთმანეთთან შეხვედრა, როგორც შიდა, ასევე ღია სივრცეებში აიკრძალება. ამასთან, კერძო ბაგა-ბაღები ხმარებიდან ხსნარებით ძნელად დასამუშავებელ სათამაშოებსაც ამოიღებენ. კერძოდ, საუბარია ე.წ. რბილ სათამაშოებზე.

პავლე ქალიაშვილის თქმით, კერძო ბაგა-ბაღებში ბავშვების რაოდენობა ჯამურად დაახლოებით 25%-ითაა შემცირებული.

„ბავშვების მოყვანასთან დაკავშირებით მოთხოვნა აქამდეც გვქონდა. რადგან სამსახურების გახსნის შემდეგ, ყველას დასჭირდა ბავშვის დამტოვებელი. არ გეტყვით იმას, რომ როგორც კორონა ვირსამდე იყო ისეთი მობილობა იქნება, თუმცა ბავშვების რაოდენობა, ინფრასტრუქტურის მიხედვით, თითო ჯგუფში 10-15 ბავშვამდე იქნება,“ - ამბობს პავლე ქალიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხვალიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი იხსნებაკერძო და საჯარო ბაღები საქმიანობას 1-ელი მარტიდან აღადგენენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022