საზოგადოება
24/02/2021

ბაღები აღსაზრდელებს 1-ელი მარტიდან მიიღებენ

კერძო და საჯარო ბაღები საქმიანობას 1-ელი მარტიდან აღადგენენ, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა განაცხადა. მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, სავალდებულო იქნება თანამშრომლების პერიოდული ტესტირება.

„კერძო და საჯარო ბაღები მუშაობას სრულად აღადგენენ 1-ელ მარტს, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელბის 20% გაივლის სავალდებულო ტესტირებას, ზუსტად ისევე როგორც ჩვენ გვაქვს ვალდებულება სკოლის მასწავლებლებისთვის,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ბიზნესისთვის შეზღუდვების მოხსნა იწყება. ხვალიდან აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, ხვალიდანვე განაახლებენ სტუმრების მირებას ზამთრის კურორტებზე სასტუმროები, თუმცა საბაგიეროები 8 მარტიდან გაიხსნება. ასევე 1-ელი მარტიდან გაიხსნება რესტორნების შიდა სივრცეები ბათუმში, ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე კი 8 მარტიდან. ასევე უმაღლესი სასწავლებლებისთვის სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუზეუმები და ბიბლიოთეკები 1-ელი მარტიდან განაახლებენ საქმიანობას. თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებს და ვარჯიშს 15 მარტიდან განაახლებენ. თეატრალურ წარმოდგენებზე და სპორტულ შეჯიბრებებზე მაყურებელები დასწრებას 1-ელი აპრილიდან შეძლებენ.

ასევე სავაჭრო მოლებს და ბაზრობებს შაბათ-კვირის შეზღუდვები 8 მარტიდან მოეხსნებათ

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022