ეკონომიკა
24/02/2021

შეზღუდვები მსუბუქდება - რომელი სექტორი როდიდან იხსნება

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა. 

25 თებერვლიდან

  • იხსნება სამთო-სათხილამურო კურორტები
  • მუშაობას იწყებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

1 მარტიდან

  • კერძო და საჯარო ბაღები საქმიანობას აღადგენენ
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ.
  • მუზეუმები და ბიბლიოთეკები მუშაობას განაახლებენ
  • ბათუმში რესტორნებს სტუმრების მიღება შეეძლებათ შიდა სივრცეში (შაბათ-კვირის გარდა);
    შესაძლებელი იქნება კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება.
  • ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიდანაც საქართველოში შემოსვლას გამარტივებული წესებით შეძლებენგაფართოვდა. საჰაერო საზღვრის გავლით „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხით, 1 -ელი მარტიდან ემატება სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

8 მარტიდან

  • სავაჭრო მოლებისთვის შაბათ-კვირის შეზღუდვა  მოიხსნება
  • მთელი საქართველოს მასშტაბით რესტორნებს სტუმრების მიღება შეეძლებათ შიდა სივრცეში (შაბათ-კვირის გარდა);
  • ამუშავდება სამთ-სათხილამურო კურორტებზე საბაგიროები.


15 მარტიდან

  • აუდიტორიებში სასწავლო პროცესი აღდგება.
  • განახლდება სასკოლო წრეები.
  • სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას შეძლებენ.
  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებს და ვარჯიშს განაახლებენ.


1 აპრილიდან

  • თეატრალურ წარმოდგენებზე და სპორტულ შეჯიბრებებზე მაყურებელები დასწრებას შეძლებენ.

შეგახსენებთ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის  გამო, საქართველოში შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებს. ძალაში რჩება კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს.