საზოგადოება
07/08/2023

აშშ-ის საელჩო: რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სალჩო აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს. პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ გმირებს, რომელთა სახელიც სიმტკიცეს მატებს ქართველ ხალხს.
 
შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა გლოვის ნიშნად დღეს შეერთებული შტატების დროშა დაშვებულია,"- ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გავრცელებულ  განცხადებაში. 
Businesspartner