საზოგადოება
26/07/2022

Arkia საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

Arkia საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს.
 
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელური ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ეილათი - ბათუმი - ეილათის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.
 
რეისები ეილათსა და ბათუმს შორის 7 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს განხორციელდება.
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 25 ივლისს მიანიჭა.