საზოგადოება
23/03/2020

ანაკლია-განმუხურის სამ სასტუმროში 138 საკარანტინე ადგილია

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საკარანტინო სივრცეები მოეწყო.

სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ანაკლია-განმუხურში სამ სასტუმროში მოეწყო საკარანტინო სივრცეები, სულ 138 ადგილით.

ალექსანდრე მოწერელია თქმით, საკარანტინო ზონაში გადაყვანილია 30 ადამიანი.

ამავდროულად ორი საკარანტინო სივრცე მოეწყო მესტიაში, მოთავსებულია ორი ადამიანი.

მოწერიალის თქმით, რეგიონში პირველადი მოხმარების საგნებითა და პროდუქტებით მომარაგების პროცესში პრობლემები არ არის და არც იქნება.

რეგიონში პრობლემებს ქმნის დაკრძალვასთან დაკავშირებული რიტუალები და ქელეხები. რწმუნებული მოსახლეობას მოუწოდა, საგანგებო მდგომარეობის წესები დაიცვან.

არ არის გამორიცხული საქალაქთაშორისო ავტოსატრანსპირტო საშუალებების გადაადგილებაზე რეგიონში უფრო მკაცრი ზომების მიიღონ.