საზოგადოება
03/08/2021

ამირან გამყრელიძე: წელს კოვიდით გარდაცვლილთა 99.7% აუცრელი იყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. ქვეყანაში პიკია. ახალი შემთხვევების რაოდენობა მაისის პიკს აღემატება და უახლოვდება ნოემბრის მდგომარეობას. 

ამასთან, გაზრდილია კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების რაოდენობა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინდელი გაანალიზებით, წელს მთლიანად კოვიდით გარდაცვლილთა 99.7% აუცრელი იყო.   

“მეორეს მხრივ გაანალიზდა აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი. ეს არის დაახლოებით 0.3% ორჯერ აცრილებში და 0.9% ერთხელ აცრილებში. აცრა ადამიანებს 15 ჯერადობით იცავს, ანუ 1 000 ადამიანში ვინც აცრილია და დაემართება კოვიდი შეიძლება დაიღუპოს 1, მაშინ როცა 1 000 ადამიანში, რომელსაც აცრა არ აქვს და დაემართება კოვიდი, დაღუპვის ალბათობა არის 15. აცრა ერთ-ერთი მთავარია, რაც ჩვენს მოსახლეობას დაიცავს ეპიდემიის შემდგომი გაუარესებისგან“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022