საზოგადოება
22/01/2021

ამირან გამყრელიძე: ტაქსის მძღოლებში კორონავირუსის მაღალი გავრცელება არ არის

ტაქსის მძღოლები კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირებას დაექვემდებარნენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გაიტესტა 9222 ტაქსის მძღოლი, აქედან ვირუსი მხოლოდ 67-ს აღმოაჩნდა.

„ტაქსის მძღოლებში კორონავირუსის მაღალი გავრცელება არ არის. ინფიცირებულია 0.7%. გატესტილია აგრეთვე ბაზრის 5035 მოვაჭრე. ვირუსის გავრცელება კი, 1%-ია. რელიგიის მსახურებში გვაქვს ცოტა მეტი გავრცელება, 1.5%. 4231 რელიგიის მსახურია გატესტილი, მათ შორის კორონავირუსი 62-ს აღმოაჩნდა“,-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

Businesspartner