საზოგადოება
07/04/2021

ამირან გამყრელიძე: მესამე ტალღის დაწყების ზღვარზე ვართ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების მაჩვენებელი ყველა ინდიკატორი ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაუარესებულია. შესაბსამისად, ამირან გამყრელიძის განმარტებით, საქართველო ეპიდემიის მესამე ტალღის ზღვარზეა.

"მესამე ტალღის დაწყების ზღვარზე ვართ. ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაახლოებით ისეთია, როგორიც იყო სექტმბრის ბოლოსა და ოქტომბრის პირველ ნახევარში. უნდა დავიცავთ ის შეზღუდვები და რეკომენდაციები, რომელიც ქვეყანაში არსებობს და უნდა გვქონდეს სერიოზული თვითდისციპლინა. 5 რამ უნდა დავიცვათ. პირველი, პირბადის ტარება. მისმა მაჩვენებელმა ოდნავ აიწია 43%-დან 51%-ზე, თუმცა სავსებით არასაკმარისია. უნდა ავიდეს 75%-დან და შემდეგ 90%-ზე, თუ არ გვინდა შეზღუდვები. შემდეგ არის დისტანცია, ჰიგიენური წესების დაცვა. ასევე, თავი შევიკავოთ შეკრებებისგან, ქორწილებისგან, ქელეხებისგან. გვინდა ისევ ნოემბერი და დეკემბერი?! უნდა გავაინტენსიუროთ აცრები. ყოველდღიური 3000-4000 აცრა გვჭირდება აპრილ-მაისში",- განაცხადა გამყრელიძემ.