საზოგადოება
25/02/2021

აკაკი ზოიძე: ტელემედიცინის დანერგვა ქრონიკული დაავადების მართვას გაამარტივებს

ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მსოფლიოში დიდი ხანია ტელემედიცინის დანერგვაზე მიდის საუბარი. ეს ტენდენცია კი, პანდემიამ კიდევ უფრო მეტად დააჩქარა.

მისი თქმით, საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ტელემედიცინის დანერგვა ქრონიკული დაავადების მართვას ბევრად გაამარტივებს.

„ეს მედიცინის ერთ-ერთი დარგია, რომლის დანერგვაზეც მსოფლიოში დიდი ხანია საუბარი მიდის. ეს ტენდენცია პანდემიამ დააჩქარა, როცა ბევრი რუტინული სერვისი დისტანციურ მომსახურებაზე გადავიდა, ჰოსპიტალურიც კი, ე.წ. სახლის ჰოსპიტლები, როდესაც დისტანციურად ხდება დიაგნოზის დასმაც და მკურნალობა. ანუ, საავადმყოფოში მისვლა არ დასჭირდებათ, პირველადი ჯანდაცვის დონეზე ქრონიკული დაავადებების მართვაში შესაძლებელია ბევრი დიგიტალური ხელსაწყოს გამოყენება, დისტანციურად დიაგნოზის დასმა და დაავადების მართვაც, მათ შორის ვიდეო ზარების მეშვეობით“,- აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

მისი ინფორმაციით, სოფლის დაახლოებით 200 ამბულატორია შესაბამისი აპარატურით ევროკავშირის პროექტის ფარგლებში აღიჭურვება. 50 კი, საბიუჯეტო სახსრებით.

„ყველა სოფლის ამბულატორიაში უკვე ხელმისაწვდომია ინტერნეტი, მათ შორის  მობილური ინტერნეტი. ბევრი სერვისის დისტანციურად გადაყვანის საშუალებაა. ექიმების ნაწილი უკვე გადამზადებული იქნება, ნაწილიც გადამზადდება. მოხმარებაც არ არის რთული, რადგან პირველადი ჯანდაცვის დონეზე, ძირითად დიაგნოსტიკაზეა საუბარი

შესაძლებელი იქნება პულსის, წნევის, გლუკოზის მონაცემების აღება, რომელიც მარტივია. მარტო დიაგნოსტიკაზე არ არის საუბარი, საუბარია მათ შორის კონსულტანციის განხორციელებაზეც. დღეს კოვიდს რომ მართავენ სახლში, დაახლოებით ასეთი ვარიანტია. თუნდაც, მაგალითად ქრონიკულმა ავადმყოფმა სატურაცია გაიზომოს დისტანციურად. ეს ყველაფერი ქრონიკული დაავადების მართვას გაადვილებს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ტელემედიცინის დანერგვას გეგმავს. ამ მიზნით სამინისტრო ₾3 მლნ-ის სამედიცინო ტექნიკას შეიძენს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023