საზოგადოება
28/07/2022

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფო პროგრამაში "დანერგე მომავალი" დამატებით ბენეფიტს მიიღებენ

სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროცესში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის მიზნით სოფლის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა და ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს თავმჯდომარემ  ვასილ ბაბუნაშვილი მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“  ბენეფიციარების, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების, დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას. 

მხარეები თანხმდებიან რომ სახელმწიფო „პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ბენეფიციარის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის,  წარდგენილი პროექტის საერთო ღირებულების 70%-ს ფარავს სოფლის განვითარების სააგენტო, 20%-ს ეკონომიკური პროგრამების სააგენტო ,10%-ს ბენეფიციარი.

აფხაზეთის  ოკუპირებულ ტერიტორიის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბენეფიციარების თანადაფინანსების შემთხვევაში სოფლის განვითარების სააგენტო აფინანსებს ბენეფიციარის პროექტის საერთო ღირებულების 80%-ს, ეკონომიკური პროგრამების სააგენტო  10%-ს, ბენეფიციარი 10%-ს.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა პროგრამაში დამატებითი შეღავათის მისაღებად თანადაფინანსების მოთხოვნით უნდა მიმართოს ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023