"აეროპორტების გაერთიანება, აქტიურად იქნება წარმოდგენილი ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც იმერეთის რეგიონს უკავშირდება"
ქუთაისში ‘’გვირილობის’’, იგივე ,,ქუთაისქალაქობის” დღესასწაულს წელს, პირველად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შეუერთდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ადგილობრივი ხელოვანების 30-მდე ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
გამოფენა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მოინახულა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან, ირაკლი ქარქაშაძესთან ერთად დაათვალიერა.
,,ქუთაისობისქალაქობის დღესასწაული წელს შევეცადეთ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ყოფილიყო წინა წლებთან შედარებით. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ლოკაციაზე ქუთაისში რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება ღონისძიებები გაშლილი. აქტივობებს წელს პირველად შეუერთდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და წარმოდგენილია ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, რაც რა თქმა უნდა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ქუთაისობის დღესასწაულს,-‘’განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, სამომავლოდ, აეროპორტების გაერთიანება, როგორც რეგიონის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი, აქტიურად იქნება წარმოდგენილი ყველა იმ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც ქუთაისს და იმერეთის რეგიონს უკავშირდება.
,,ვულოცავ ამ ლამაზ დღესასწაულს თითოეულ ქუთაისელს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება არსებობის ისტორიაში წელს პირველად უერთდება ,,გვირილობის“ დღესასწაულს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს ადგილობრივი მხატვრების გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს, სადაც ნებისმიერ მსურველს, დათვალიერებასთან ერთად, სასურველი ნამუშევრის შეძენა შეუძლია. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყოველთვის იქნება წარმოდგენილი რეგიონის, როგორც ეკონომიკურ, ასევე, კულტურულ და სოციალურ განვითარებაში. ჩვენ ვართ რეგიონის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და გვაქვს სურვილი აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილი ყველა იმ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც ქუთაისს და იმერეთის რეგიონს უკავშირდება,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
‘’გვირილობის’’, იგივე ,,ქუთაისქალაქობის” დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები ქუთაისში 6 მაისამდე გრძელდება და რეზო გაბრიაძის წიგნის ,,ჩემი პატარა ქალაქის“ პრეზენტაციით დასრულდება.