საზოგადოება
25/01/2021

ACT: თბილისელთა 60%-ის ფინანსური მდგომარეობა გაუარსედა

Covid-19 ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მარკეტინგული კომპანია ACT-ის კვლევით, თბილისელთა 60%-ის აზრით, მათი ოჯახების ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. რესპონდენტების 34% ამბობს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა არ შეცვლილა, 3%-სთვის კი გაუმჯობესდა.

კვლევის მიხედვით, ხარჯების შემცირება შეინიშნება ყოველთვიური დანახარჯების ჭრილშიც, პანდემიის პერიოდში რესპონდენტების უმრავლესობა 47% ახლა უფრო ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე პანდემიამდე. 30% ახლაც იმდენს ხარჯავს, როგორც პანდემიამდე, გამოკითხულთა 23% კი ახლა უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე პანდემიამდე.

აღსანიშნავია, რომ რესპონდენტების უმრავლესობა 34%, ახლა უფრო მეტს საკვებ და სასმელ პროდუქტებზე ხარჯავს. რესპონდენტების 27% უფრო მეტს საოჯახო მოხმარების (ქიმია, ჰიგიენა, თავის მოვლის საშუალებები) საქონელზე ხარჯავს, ხოლო რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებით (ექიმი, ანალიზები, მედიკამენტები) გამოკითხული რესპონდენტების 27% ხარჯავს უფრო მეტს. ზრდის მიზეზად უმრავლესობა 75% პროდუქტის გაძვირებას ასახელებს.

ყოველი მეორე თბილისელი ახლა უფრო ნაკლებს ხარჯავს ტრანსპორტზე (მგზავრობა, საწვავი). რაც შეეხება მსხვილ შენაძენებს (ბინა, აგარაკი, ავეჯი, ავტომობილი, საოჯახო ტექნიკა), ათიდან ექვსი პოტენციური მყიდველი, თავს იკავებს მსხვილი შენაძენის გაკეთებისგან.

ACT-იმ გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა თბილისის 403 ზრდასრულ მოსახლეს შორის 2020 წლის 11-13 დეკემბერს.

ფოტო: eea.europa.eu