საზოგადოება
19/03/2021

აჭარაში კოვიდვაქცინაცია მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილ აჭარაში ვაქცინაციის პროცესის დროებით შეჩერების მიზეზებს განმარტავს.

თამარ გაბუნიას განცხადებით, რაიონულ დონეზე პერიფერიულ საავადმყოფოებში ვაქცინაციის პროცესი აღარ განხორციელდება. ის აჭარის შემთხვევაში AstraZeneca-ს ვაქცინით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაგრძელდება.

"აჭარის შემთხვევაში ჩვენ გვქონდა არჩეული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, როგორც მთავარი აცრის ცენტრი Phizer-ის ვაქცინისთვის. AstraZeneca-ს ვაქცინისთვის ისე, როგორც ამას ბევრი ქვეყანა აკეთებს, ვაქცინაციის ჯგუფმა უპირატესობა მიანიჭა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის დაცვას და აჭარაში არის რაიონული დონის საკმაოდ კარგი და გამართული საავადმყოფოები, სადაც ვაქცინაციის ჩატარება იყო დაგეგმილი. თუმცა, გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ პერიფერიულ საავადმყოფოებში, რაიონულ დონეზე ვაქცინაციის პროცესი აღარ ჩატარდება და ის გაგრძელდება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი და დიდი შესაძლებლობა იმისთვის, რომ დიდი რაოდენობის ნაკადების მართოს",- განმარტა გაბუნიამ.