აბასთუმნის ობსერვატორიაში ტექნოლოგიური და ინოვაციური სამეცნიერო ციფრული მუზეუმი მოეწყობა
აბასთუმნის ობსერვატორიაში ახალი, ტექნოლოგიური და ინოვაციური სამეცნიერო ციფრული მუზეუმი მოეწყობა.
მუზეუმი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP3) ფარგლებში მოეწყობა, პროექტს კი მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
პროექტის განხორციელებამდე პირველ ეტაპზე საჭიროა ციფრული მუზეუმის კონცეფციის შემუშავება. ამ მიზნით მუნიციპალური განვითარების ფონდი ატარებს ბაზრის კვლევას აღნიშნული მომსახურების გასაწევად - მსგავსი გამოცდილების მქონე დაინტერესებული პირების გამოვლენისა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულების და ხანგრძლივობის დადგენის მიზნით.
შეგახსენებთ, რომ აბასთუმნის ობსერვატორია 2020 წლის დასაწყისისთვის განახლდა. პროექტზე 4,5 მლნ ლარი დაიხარჯა. მოეწყო ობსერვატორიის ტერიტორიაც.
აბასთუმანში ობსერვატორია 1932 წელს აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა, ის პირველი სამთო ასტროფიზიკური დაწესებულებაა.