საზოგადოება
17/05/2023

A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური სტიკერების გაცემა 22 მაისიდან დაიწყება

A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური სტიკერების გაცემა მუნიციპალურ სერვისცენტრებში 22 მაისიდან დაიწყება.

სტიკერს მიიღებენ ის ტაქსის მძღოლები, რომელთა ავტომობილების ასაკი 10 წელს არ აღემატება.

„1-ლი ივნისიდან ამ სტიკერის მქონე ტაქსებს საავტობუსო ზოლში მოძრაობის უფლება ექნებათ. სტიკერების მიღება ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ მუნიციპალურ სერვისცენტრებში. სტიკერი განთავსდება ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Businesspartner