საზოგადოება
05/10/2021
9 ოქტომბერს საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლის 33% დაიშვება
9 ოქტომბერს დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის მატჩზე მაყურებლის 33%-ი დაიშვება, ამის შესახებ გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
თამაშზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი: ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, 24 საათიანი ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამასასტურებელი ცნობა.