საზოგადოება
04/02/2021
8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება
8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება.
"ინფიცირების დადებითობის ყოველდღიური მაჩვენებელი 4%-ს ქვემოთ ჩამოვიდა, რაც შეზღუდვების თამამად, მაგრამ ფრთხილად მოხნის საშუალებას გვაძლევს.
შეზღუდვების არაგონივრული მოხსნა მათი ხელახლა დაწესების თავდაპირველი გზაა. დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი გვაძლევს საშუალებას, რომ შეზღუდვები ცოტა უფრო სწრაფად მოვხსნათ. ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი", - განაცხადა პრემიერმა.