5 წუთში მატარებლიდან აეროპორტში - ქუთაისის რკინიგზის განახლებული სადგური ექსპლუატაციაში შედის
ქუთაისის დამაკავშირებელი რკინიგზის განახლებული სადგური ექსპლუატაციაში შედის. უკვე 30 აპრილიდან მატარებლები კოპიტნარში გაჩერდებიან.
საქართველოს რკინიგზის ცნობით, ქუთაისის აეროპორტი მგზავრებს სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით აეროპორტში გადაიყვანს.
კოპიტნარის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მისასვლელად, მგზავრებს დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ.
მატარებლის ბილეთის ღირებულება ქუთაისის აეროპორტამდე ტრანსპორტირებას მოიცავს.
კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელ რკინიგზის სადგურს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. რკინიგზაში განმარტავენ, რომ განახლებული სადგური თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე არის მორგებული. კოპიტნარის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა 29 აპრილიდან დაიწყება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს რკინიგზის სალაროებში, კომპანიის ვებ-გვერდის, სწრაფი გადახდის აპარატებისა და რკინიგზის პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდების მეშვეობით.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის ახალი სადგური კომპანიამ "ინჟმშენი 96“ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე მოიპოვა. სამუშაოებმა 1.2 მილიონ ლარს გადააჭარბა.