5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა
5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებს,, „გაეროს გენერალური ასამბლეა უკვე 5 ათელ წელზე მეტია გვახსენებს, ახსენებს მსოფლიოს თითოეულ მოქალაქეს, რომ გარემოს დაცვასა და შენარჩუნებაში თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
"ამ პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, შესაძლებელია მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ბუნების, ბუნებრივი რესურსების დაცვა და შენარჩუნება, რაც უზრუნველყოფს ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას.
საქართველოს მთავრობის, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკა, სამოქმედო გეგმა, ყველა პროექტი, პროგრამა და აქტივობა მიმართულია ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ.
ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესს, რომელთა შორის უდიდესი ნაწილი სწორედ გარემოს დაცვას ეთმობა. ჩვენ ვმუშაობთ როგორც საკანონმდებლო დაახლოების, ასევე ინსტიტუციური გაძლიერების და ცნობიერების ამაღლების მიმართულებებით; ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვნერგავთ მდგრადი განვითრების პრინციპებს და ვემზადებით ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი და ღირსეული წევრობისთვის“-აცხადებს შამუგია.