საზოგადოება
02/07/2020
300-ლარიანი კომპენსაცია 104 547-მა თვითდასაქმებულმა მიიღო
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 165 626 პირი. მათგან 104 547 პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 31 364 100 ლარი.
რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის კომპენსაცია ჩაერიცხა 125 165 პირს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გადარიცხული თანხა 25 033 000 ლარია. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.