საზოგადოება
09/09/2020

300 ლარიან კომპანსაციას დამატებით 70 000-ზე მეტი თვითდასაქმებული მიიღებს

ერთჯერად 300 ლარიან კომპანსაციას დამატებით 70 ათასზე მეტი თვითდასაქმებული მიიღებს.
 
ეს არიან ის ადამიანები, რომლებმაც ერთჯერადი დახმარების მიღების მიზნით სახელმწიფოს მიმართეს, მაგრამ სრულფასოვანი დოკუმენტაციის წარდგენა ვერ მოახერხეს.
 
როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, ბოლო მონაცემებით 180 ათასზე მეტ თვითდასაქმებულს უკვე ჩაერიცხა 300 ლარიანი კომპენსაცია.
 
15 მაისიდან 1-ელ აგვისტომდე პორტალზე ჯამში 251 600 ადამიანი დარეგისტრირდა.
 
„რეგისტრირებულ თვითდასაქმებულ პირებზე კომპენსაციის გაიცემოდა რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში. არაფორმალური თვითდასაქმებულების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას კი განიხილავდა სამუშაო ჯგუფი და გადასცემდა უწყებათაშორის კომისიას. დადგენილების მიხედვით საჭირო იყო დოკუმენტების წარმოდგენა, სადაც დასტურდებოდა განმცხადებლის ეკონომიკური საქმიანობა. რა თქმა უნდა, რიგი განცხადებები არ იყო სრულყოფილად წარმოდგენილი. ასეთი განცხადების ადრესატებს ქონდათ დაზუსტების შესაძლებლობა. თუმცა როგორც დაანონსდა, 300 ლარიან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებს ყველა, რომელმაც 1-ელ აგვისტომდე მოითხოვა კომპენსაციის მიღება, მიუხედავად იმისა შეძლო თუ არა მან დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენა,“ - განაცხადა ნინო ველთაურმა.
 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022