საზოგადოება
20/01/2023

21 იანვარი ოთხფეხა მეგობართან ჩახუტების დღეა - აღნიშნეთ ეს დღე "სიდრის კლუბი ბაზალეთზე"

21 იანვარი ოთხფეხა მეგობართან ჩახუტების დღეა. ამ დღეს „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ განსაკუთრებულ მასპინძლობას გაგიწევთ. ესტუმრეთ თქვენს შინაურ ცხოველებთან ერთად, შეიძინეთ „დოგი ბეგი“ - სპეციალური საკვები „ძაღლების მენიუდან“ და მის სანაცვლოდ საჩუქრად თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად შექმნილ სამახსოვრო კარიკატურას მიიღებთ.
მნიშვნელოვანია, რომ კარიკატურისტი ლევან მირონიძე „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ 16:00 საათიდან დაგხვდებათ. შეძენილი „დოგი ბეგი“ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ძაღლისთვის ან მოათავსოთ სპეციალურ სკივრში, რომლითაც ჩვენ მიერ შეფარებულ ძაღლებს გამოვკვებავთ.

„დოგი ბეგის“ გაყიდვიდან შემოსული თანხა კი მოხმარდება ცხოველებზე ზრუნვას (მედიკამენტები, სამედიცინო მომსახურება, ჰიგიენაზე ზრუნვა, იურიდიული მხარდაჭერა და სხვა). 

„მიუსაფარი ცხოველებისთვის უკვე მოხდა საკვების შეძენა, სახლების აშენება, ნაწილი თანხით კი ვეტერინართან ვიზიტი და აუცილებელი პროცედურები დაუფინანსდათ. „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ თავის ოთხფეხა მეგობრებთან ერთად მოსული სტუმრები ზრუნავენ ჩვენს მიერ შეფარებულ ცხოველებზე, ისინი სპეციალური მენიუდან ყიდულობენ „დოგი ბეგებს“ და ამით ერთი მხრივ, საკუთარ ცხოველებს გემრიელი და ჯანსაღი საკვებით უმასპინძლდებიან, ხოლო მეორე მხრივ, ეხმარებიან იმ მიუსაფარ ცხოველებს, ვისაც ზრუნვა ძალიან სჭირდება, 21 იანვარს კი, კიდევ გვეძლევა შესაძლებლობა ერთად აღვნიშნოთ ჩახუტების დღე და კიდევე რთხელ დავეხმაროთ მიუსაფარ ოთხფეხა მეგობრებს, “ - აღნიშნავს სიდრის კლუბი ბაზალეთზე დამფუძნებელი ზაალ ხელაძე.

მასპინძლობა „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ამით არ დასრუდლება საღამოს 18:00 საათიდან დიჯეი და პროდიუსერი GOGIGUNIA წარმოგდიგენთ ფოლკლორისა და ელექტრონული ჟღერადობის ჰარმონიულ სინთეზს.

დასწრების შემთხვევაში და მაგიდის დასაჯავშნად აუცილებელია წინასწარ დაკავშირება +995599142411

შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბრიდან, „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ მიუსაფარი ძაღლებისთვის თბილი და მყუდრო სახლები მოეწყო და მათ დასახმარებლად სპეციალური მენიუც შედგა. სწორედ ამ დღიდან კლუბის ტერიტორიაზე მადლიერების სკივრი განთავსდა და ოთხფეხა მეგობრებისთვის უკვე რამდენიმე თვეა ერთგული მეგობრები უკვე ზრუნავენ. ყველას, ვისაც მათთვის დახმარების სურვილი აქვს შესაძლებლობა აქვს სპეციალური დოგი ბეგის შეძენა მენიუდან და სკივრში განთავსება, რომლითაც მიუსაფარი ცხოველების გამოიკვებებიან. დოგი ბეგის გაყიდვიდან შემოსული თანხით კი მათ სამედიცინო მომსახურება და ჰიგიენური პროცედურები დაუფინანსდებათ.

“სიდრის კლუბი ბაზალეთზე” მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია, ნულოვანი ემისიის საწარმოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხო, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმეტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023