"2024 წლისთვის უნდა მოვითხოვოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა და ინფრასტრუქტურა შესაბამისობაში უნდა იყოს"
საქართვლოს პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტში ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
"ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მთავრობის კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, ჩვენ შევინარჩუნებთ იმ დონეს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყნის სისტემური ინფრასტრუქტურა წესრიგში მოვიყვანოთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეული კაპიტალური ხარჯების მოცულობამ დაახლოებით 20 მლრდლარი შეადგინა.
„პირველ რიგში ეს არის გზები, წყლის ინფრასტრუქტურა, კიდევ ბევრი რამ, თუმცა მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა გეგმავს დამატებით 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას. ეს არის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8%, რომელიც ყოველწლიურად აუცილებლად უნდა იყოს ინვესტირებული ქვეყნის ინფრასტრუქტურაში. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ 2024 წლისთვის უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, დამსახურებულად მოვითხოვოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურა შესაბამის ფორმაში უნდა იყოს, განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ სისტემურ ინფრასტრუქტურაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.