2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 265 საავადმყოფო ფუნქციონირებდა
2019 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 265 საავადმყოფო, 17.5 ათასი საწოლთა ფონდით (2018 წელს 16.0 ათასი). საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა შეადგინა 4.9 დღე (2018 წელსაც - 4.9 დღე), ხოლო დატვირთვამ - 179.5 დღე (2018 წელს - 187.2 დღე)-ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობამ 2 280 ერთეული შეადგინა.აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 13 470 ათასს გაუტოლდა, რაც 9.8 პროცენტით აღემატება 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
2019 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 31.7 ათასი ექიმი (ძირითადიპერსონალი), რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 748 ერთეულით (2.4 პროცენტით) აღემატება.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ექიმების რიცხოვნობა 2011-2019 წლებში
2019 წელს, 2018 წელთან შედარებით 8.8 პროცენტით გაიზარდა დასაქმებული საექთნო პერსონალის რიცხოვნობა და 19 613 კაცი შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საექთნო პერსონალის რიცხოვნობა 2011-
2019 წლებში.
2019 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რიცხოვნობა 11.0 პროცენტით შემცირდა. ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი მაქსიმალურ ნიშნულს 2015 წელს აღწევდა.
2018 წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა, დაავადებათა ძირითადი ჯგუფების უმეტესობაში, შემცირების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების რაოდენობა შემცირდა 7.4 პროცენტით, საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობების - 13.5 პროცენტით, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობების - 12.3 პროცენტით, შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობების - 21.6 პროცენტით, ორსულობის, მშობიარობის და ლოგინობის ხანის - 0.3 პროცენტით, პერინატალურ პერიოდში წარმოშობილი ცალკეული მდგომარეობის - 30.3 პროცენტით, ხოლო თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები შემცირებულია 36.4 პროცენტით.
ავადობის 20 ძირითადი ჯგუფიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის ორგანოების (რომელზეც მოდის დაავადებათა 32.8 პროცენტი), ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემისა (17 პროცენტი) და სისხლის მიმოქცევის სისტემის (7.9 პროცენტი) ავადმყოფობები.