13 თებერვალი კონდომის საერთაშორისო დღეა – როგორ აღნიშნავენ მას საქართველოში
კონდომის საერთაშორისო დღე 2023 აღინიშნებადაიხურე ლატექსის სადღესასწაულო ქუდი და მოემზადე, გაიზიარო სიყვარული შენთვის გამორჩეულ ადამიანთან ერთად - “შიდსის ჯანდაცვის ფონდის”(AHF) ინიციატივით, 13 თებერვალს, მსოფლიოს მასშტაბით, კონდომის საერთაშორისო დღე აღინიშება.
13 თებერვალი კონდომის საერთაშორისო დღეა (ICD), რომელიც წარმოადგენს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) ტრადიციას. ყოველწლიურად, ამ დღეს ამაღელვებელი, დასამახსოვრებელი ღონისძიებები ტარდება სლოგანით „ყოველთვის მოდაშია“.
კონდომის ადვოკატირება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან მსოფლიოში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შემთხვევები ყოველდღიურად 1 მილიონს აჭარბებს. 2021 წლის მონაცემებით კი აივ ინფექციის პრევენციის მხრივ მსოფლიოში ვერ იქნა მიღწეელი დასახული მიზნები. თუმცა, ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია მივაღწიოთ, რომ მსოფლიოში ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა კონდომზე. ეს ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა აივ ინფექციისა და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებების, ასევე, დაუგეგმავი ორსულობის თავიდან ასაცილებლად.
მსოფლიო ჯანდაცვის ფონდის (AHF) ორგანიზებით კონდომის საერთაშორისო დღესთან (ICD) დაკავშირებით მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილია საჯარო და ვირტუალური ღონისძიებები სლოგანით „ყოველთვის მოდაშია“, რათა ხაზი გაესვას კონდომის მნიშვნელობას და დაეხმაროს ადამიანებს, საკუთარი ჯანმრთელობის დაცვაში, სექსუალური განათლებასა და კონდომების ხელმისაწვდომობაში. შიდსის ჯანდაცვის ფონდი, რომელიც 45 ქვეყანაში ფუნქციონირებს, კონდომის საერთაშორისო დღეს 2008 წლიდან აღნიშნავს.
კამპანიას AHF საქართველოც უერთდება, რომლის მიზანიც უსაფრთხო სექსის და კონდომის, როგორც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალების შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. წელს, ეს დღე აღინიშნება სლოგანით “ყოველთვის მოდაშია”.
13 თებერვალს, კამპანიის ფარგლებში, შიდსის ჯანდაცვის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში (AHF) სხვადასხვა ორგანიზაციებთან გამართავს ლექცია-სემინარს თემაზე „უსაფრთხო სექსი და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები“. ადგილზე ყველა მსურველს ექნება აივ ინფექციაზე უფასო და ანონიმური ტესტირების ჩატარების შესაძლებლობა. ამავე დღეს, თბილისის მოლის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება სპეციალური პუნქტი, სადაც, ასევე, ჩატარდება უფასო და ანონიმური ტესტირება აივ ინფექციაზე და მოხალისეების მიერ გავრცელდება საინფორმაციო მასალები და კონდომები. შეგახსენებთ, რომ წელს თბილისის მოლი კამპანიის „ყოველთვის მოდაშია“ ოფიციალური მხარდამჭერია.
"კონდომებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია. კონდომის საერთაშორისო დღე წარმოადგენს პლატფორმას, რომ მოვუწოდოთ მთავრობებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუციებს ხელი შეუწყონ პოპულარიზაციას და შესაძლებელი გახადონ ქვეყანაში ხელმისდაწვდომობა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ საკუთარი თავისა და ახლობლების დაცვის საშუალება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც ყოველწლიურად, 1,7 მილიონ ახალი აივ ინფიცირების შემთხვევაა მსოფლიოში. სწორედ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად ამ დღეს დაგეგმილი აქტივობები. კამპანიის ფარგლებში ჩატარდება უფასო და ანონიმური სწრაფი ტექსტირება აივ-ზე და დარიგდება კონდომები,” – განმარტავს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს პროგრამის მენეჯერი ნინო ხეთაგური.
კონდომის გამოყენებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია აივ ინფექციის გავრცელების შემცირებაზე. შედეგად, 1990 წლიდან მოყოლებული, თავიდან იქნა აცილებული აივ ინფექციის, დაახლოებით, 117 მილიონი ახალი შემთხვევა. აქედან, თითქმის ნახევარი მოდის აფრიკაზე, მესამედზე მეტი კი აზიასა და წყნარი ოკეანის ქვეყნებზე. მიუხედავად ამისა, მიზეზთა გამო, მილიონობით ადამიანს მსოფლიოში ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა კონდომზე.
„ადამიანებს სჭირდებათ გზები აივ ინფექციის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და დაუგეგმავი ორსულობის თავიდან ასარიდებლად. თუმცა, ეს მაინც გამოწვევად რჩება კონდომების დეფიციტის ან მაღალი ფასის გამო. შიდსის ჯანდაცვის ფონდის ერთერთი გლობალური პრიორიტეტია კონდომების ხელმისაწვდომობის გაზრდა და, შესაბამისად, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენცია. არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად, პროცესში ჩართულია ფონდის მთელი გუნდი მსოფლიოს 45 ქვეყნიდან. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, მოძებნონ ICD ღონისძიება, რომელიც მათ მახლობლად ტარდება და დაგვეხმარონ უსაფრთხო სექსის პოპულარიზაციაში“ - განაცხადა AHF-ის გლობალური ადვოკატირებისა და პოლიტიკის ხელმძღვანელმა ტერი ფორდმა.
AHF-ის კონდომის საერთაშორისო დღის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს www.LoveCondoms.org
AHF-ს შესახებ
შიდსის ჯანდაცვის ფონდი შიდსის უმსხვილესი გლობალური ორგანიზაციაა და ამჟამად, სამედიცინო დახმარებას/მომსახურებას უწევს 1,6 მილიონზე მეტ ადამიანს მსოფლიოს 45 ქვეყანაში. მათ შორის, აშშ-ში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აზიაში, წყნარი ოკეანის რეგიონში და ევროპაში. AHF-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს www.aidshealth.org
Facebook: www.facebook.com/aidshealth
Twitter: @aidshealthcare
Instagram: @aidshealthcare