საზოგადოება
03/09/2020

1169 მებაჟეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

1169 მებაჟეს კორონავირუსი არ დაუდგინდა, - განცხადებას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ COVID-19-ზე რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტების 1169 მებაჟე ოფიცერს გამოკვლევა ჩაუტარდა. ამასთან, მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდათ საბაჟო დეპარტამენტის - საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს თანანამშრომელთა სრულ შემადგენლობას.

კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხები COVID-19-ზე უარყოფითია.

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022