საზოგადოება
30/11/2020

1-7 დეკემბერს დასაქმების ონლაინ კვირეული გაიმართება

1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, პროექტის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია ,,აგროდუოსა“ და HR hub-ის ორგანიზებით, დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ონლაინ კვირეული გაიმართება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტრენინგი და საინფორმაციო შეხვედრები ექვს სხვადასხვა რეგიონში:

  • მცხეთა-მთიანეთი;
  • სამცხე-ჯავახეთი;
  • სამეგრელო;
  • შიდა ქართლი;
  • რაჭა-ლეჩხუმი;
  • კახეთი.

ტრენინგზე,  ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება მოისმინოს ისეთი თემები როგორიცაა:

  • ლინკდინის როლი დასაქმებაში;
  • დასაქმების ელექტრონული პლატფორმების მიმოხილვა;
  • გასაუბრებისთვის მომზადება;
  • რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის შექმნა;

დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს წინასწარ შეეძლებათ ნახონ იმ კომპანიებისა და ვაკანსიების ჩამონათვალი, რომელიც მათ რეგიონშია და დარეგისტრირდნენ აღნიშნულ ფორუმზე. შედეგად ისინი შეხვდებიან დამსაქმებელს, მოისმენენ კომპანიისა და ვაკანსიის შესახებ დამატებით ინფორმაციას. მოახდენენ დამსაქმებელთან საკუთარი თავის პრეზენტაციას და დასვამენ შეკითხვებს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაკავშირებით.

პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობების გაძლიერებას და დასაქმების მხარდაჭერას.

პროექტი “სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება” ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), მხარდაჭერით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, დარგობრივი უნარების ორგანიზაციას აგრო დუო ჩართულობითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით.