ენერგეტიკა
18/10/2021

მინისტრი: ვცდილობთ "ენკასთან" ნამახვანჰესზე საკითხი დიალოგით დარეგულირდეს და არა არბიტრაჟით

ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ ნამახვანი ჰესის ინვესტორი კომპანია "ენკა" პროექტიდან გასვლის შემდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს არ მიმართავს. ნათია თურნავას განცხადებით, ამ ეტაპზე კომპანიასთან დიალოგი მიმდინარეობს, თუმცა მოლაპარაკებების პროცესში თავად მინისტრი ჯერ არ ჩართულა.

"ნამახვანის პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაყოვნება, რა თქმა უნდა, არ იქნება ქვეყნისთვის კარგი. თან, ხედავთ, რომ ეკონომიკა მაღალი ტემპით იზრდება, მიმდინარეობს აღდგენა და ეს აღდგენასაც გასცდა და არის აბსოლუტური ზრდა. ეს ერთი მხრივ, ძალიან კარგია, მაგრამ ამავდროულად ნიშნავს ელექტროენერგიის მომატებულ მოხმარებას. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მომატებული მოხმარება ჩვენი ძირითადი წყაროებით იფარებოდეს. რა თქმა უნდა, ჩვენი მიმართება არის ის, რომ ამ საკითხის დარეგულირება "ენკასთან" დიალოგით შევძლოთ და არა საარბიტრაჟო დავის ფარგლებში. ეს არც ჩვენთვისაა სასურველი და ვიმედოვნებ, არც "ენკასთვის".

ჩვენ მათთან ერთად შევქმენით სამუშაო ჯგუფები. არა ჩემ დონეზე, მაგრამ მე ვაკვირდები ამ პროცესს. ამ ეტაპზე კომუნიკაცია სპეციალისტების, იურისტების, ენერგეტიკოსების დონეზეა. ეს არ არის მარტივი პროცესი. ეს არ არის ასე, რომ ინვესტორმა ცალმხრივად მოიწეროს და მიატოვოს პროექტი. ხელშეკრულებაში ცალსახად არის გაწერილი ყველაფერი. მთელი რიგი პასუხისმგებლობებია. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ერთმანეშთში",- განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ “ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტაზე, 22 სექტემბერს განაცხადა. განცხადების მიხედვით, ინვესტორი $800 მილიონიან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უარს ამბობს. ეკონომიკის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში სამინისტრო განაგრძობს კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის.

რაცშეეხება რა ოდენობის თანხა შეიძლება დაეკისროს საქართველოს, ჯერჯერობით უცნობია, 27 სექტემბერს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ENKA შეიძლება სხვა ინვესტორმა კომპანიამ ჩაანაცვლოს, თუმცა მას შემდეგ ამის შესახებ არაფერი თქმულა.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრმა არბიტრაჟში დავის დაწყებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თუ ინვესტორი კომპანია ENKA დავას არბიტრაჟში დაიწყებს, სახელმწიფო თავის მხრივ ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023