ბიზნესი
23/10/2023

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით

2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 15.6%
შეადგინა.

2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 35.9%-ით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება  თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების
სეგმენტებს.

2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (5.2%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (6.2%). 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 15.7%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.4%-ით. 

უბნების მიხედვით 2023 წლის მესამე კვარტალში ბინების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • მთაწმინდა – 5 314 ლარი;
  • ვაკე – 4 756 ლარი;
  • საბურთალო – 3 652 ლარი;
  • ჩუღურეთი – 3 518 ლარი;
  • კრწანისი – 3 427 ლარი;
  • დიდუბე – 3 287 ლარი;
  • ნაძალადევი – 3 201 ლარი;
  • გლდანი – 3 129 ლარი;
  • ისანი – 3 119 ლარი;
  • სამგორი – 2 892ლარი.

 კერძო სახლების სეგმენტის შემთხვევაში, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება უბნების მოხედვით არის:

  • მთაწმინდა – 4 049 ლარი;
  • ვაკე – 3 511 ლარი;
  • საბურთალო – 2 890 ლარი;
  • დიდუბე – 2 868 ლარი;
  • ჩუღურეთი – 2 656 ლარი;
  • ისანი – 2 509 ლარი;
  • ნაძალადევი - 2 268 ლარი;
  • კრწანისი - 2 265 ლარი;
  • სამგორი – 2 219 ლარი;
  • გლდანი – 2 192 ლარი

Businesspartner