მსოფლიო
15/09/2023

Zara-ს მფლობელმა Inditex-მა წმინდა მოგება 40%-ით გაზარდა

Zara-ს მფლობელმა Inditex ITX.MC-მა პროგნოზებს გადააჭარბა და ნახევარი წლის განმავლობაში წმინდა მოგება 40%-ით გაზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს უდიდესმა სწრაფი მოდის კომპანიამ ფასების ზრდის ტემპი შეანელა, წმინდა მოგების მაჩვენებელი მაინც საკმაოდ მაღალი აქვს.

ამასთან, წელს Inditex-მა განიმტკიცა თავისი უპირატესობა შვედურ კონკურენტ H&M HMb.ST-თან შედარებით. ის მოდის ტენდენციების უფრო სწრაფად მისდევდა და საქონელსაც ბაზარს იმ ფასებში აწვიდიდა, რაც ინფლაციურ წნეხთან გამკლავების საშუალებას აძლევდა.

ექვსი თვის განმავლობაში, 31 ივლისამდე, კომპანიის წმინდა მოგება 2,5 მილიარდი ევროა, რაც არსებულ 2,38 მილიარდი ევროს ბაზრის პროგნოზს აჭარბებს.