Wizz Air ახლო აღმოსავლეთით ინტერესდება და რეგიონის ათვისებას აპირებს
უნგრული Wizz Air ახლო აღმოსავლეთით დაინტერესების შესახებ აცხადებს. ავიაკომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, ამ რეგიონში ზრდის კარგ შესაძლებლობებს ხედავს.
როგორც ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე ავიაკომპანიის პრეზიდენტმა რობერტ კერიმ განაცხადა, Wizz Air ამ ბაზარზე დიდ პოტენციალს ხედავს და გაფართოებასაც აპირებს.
„ეს ბაზარი ნამდვილად ახალია, რომელიც ჯერ კიდევ ვითარდება. დღეს აღმოსავლეთში ჯერ კიდევ არ არის ულტრა დაბალფასიანი სერვისები, ამიტომ ამ კუთხით, ნამდვილად განუვითარებელია. ეს ისაა, რაც ცენტრალურმა და აღმოსავლეთ ევროპამ ალბათ 20 წლის წინ გააკეთა და დასავლეთ ევროპამ შესაძლოა, მანამდეც. ასე რომ, შესაძლებლობების პერსპექტივიდან ჩვენ იქ უამრავ პოტენციალს ვხედავთ.
ასევე, პერსპექტიულია ევროპის მრავალი ნაწილის ამ რეგიონთან დაკავშირება. ჩვენ გავზარდეთ ფრენები აბუ დაბიში, დუბაიში, ჯედაში. ეს იმის ნიშანია, რომ ვხედავთ უფრო და უფრო მეტ ადამიანს, რომლებიც მოგზაურობენ უნგრეთიდან, ცენტრალური, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპიდან ამ რეგიონებში, ამიტომ ვაპირებთ ამ ზრდის შენარჩუნებას ახლო აღმოსავლეთში. ეს არის ძალიან საინტერესო რეგიონი და ჩვენი გადაყვანებიც იზრდება ხალხის ინტერესის გათვალისწინებით“ - განაცხადა ავიაკომპანიის პრეზიდენტმა რობერტ კერიმ.