მსოფლიო
16/03/2023

Volkswagen ხუთწლიან პერიოდში €180 მლრდ-ის ინვესტიციას განახორციელებს

Volkswagen-ი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 180 მილიარდი ევროს ინვესტიციას გეგმავს. ინვესტირება განხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელემენტების ნაწილების წარმოება, გაციფრულება ჩინეთის ბაზარზე და გაფართოება ჩრდილოეთ ამერიკაში.

ხუთწლიანი საინვესტიციო ბიუჯეტის ორი მესამედი გაციფრულებასა და ელექტრიფიკაციაზე დაიხარჯება. ეს მაჩვენებელი წინა ხუთწლიან გეგმასთან შედარებით 56%-ით მეტია. 15 მილიარდი ევრო ამ სეგმენტიდან ელემენტების ქარხნებისა და სხვა ნედლეულისთვის გამოიყოფა.

ავტომწარმოებლის განცხადებით, ინვესტიციები შიდაწვის ძრავების ტექნოლოგიაში პიკს მიაღწევს 2025 წელს, შემდეგ კი, შემცირდება, რადგან მისი მიზანია 2030 წლისთვის გლობალურის გაყიდვების 50% ელექტრო მანქანებზე მოდიოდეს.

Businesspartner