ვაშინგტონი ფედერალური ვალის შემცირების გზებს ეძებს
ვაშინგტონი ფედერალური ვალის შემცირების გზებს ეძებს - მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა ვალის უპრეცენდენტოდ მაღალ დონეს ებძვის. საუბარია 31.4 ტრილიონ დოლარზე, რომელიც ისტორიულ მაქსიმუმზეა იანვრის შემდეგ.
თითქმის ყოველწლიურად, მთავრობა ხარჯავს იმაზე მეტს, ვიდრე გადასახადებიდან და სხვა შემოსავლებიდან აგროვებს, რაც დეფიციტს იწვევს. კონგრესის მიერ ვალის ზედა ზღვარია დაწესებული, თუმცა, აშშ-ი აქტიურად განიხილება ვალის ჭერის გაუქმების საკითხი.
პრესკონფერნეციაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ ვალის ჭერი გაუქმდება, თუკი შედგება შეთანხმება იმაზე, დამატებით რა მოცულობით გაიზრდება ვალი.
„ჩვენი ვალი მდგრადია. შეერთებულ შტატებს დიდი გზა აქვს გასავლელი იმ ტერიტორიაზე შესვლამდე, სადაც ყველა უნდა შეშფოთდეს. მაგრამ მდგრადი ვალი არ ნიშნავს რომ ის ოპტიმალურია. ასე რომ, უნდა შევძლოთ მისი ოპტიმალური დონის უზრუნველყოფა“ - განაცახადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ პრესკონფერნეციაზე.
ამასთან, აშშ გეგმავს შეინარჩუნოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. ინფლაციის მაღალი დონისა და ფისკალური დეფიციტის შესამცირებალად, ეს ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია. შესაბამისად, მოსალოდნელია რომ მაღალი განაკვეთები და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა მოსალოდნელზე დიდხანს შენარჩუნდება.
„ინფლაციის მყარად დაბრუნებას 2 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებლამდე მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება. ინფლაცია მცირდება, თუმცა, უკვე ვხედავთ, რომ მომავალ 2024 წელს ის ფედერალური რეზერვის საშუალოვადიან მიზნებზე მაღლა იქნება. მიუხედავად შემქმნილი ვითარებისა, ნდობა შტატების ხაზინის მიმართ სტაბილურია. თუნდაც ჯერ კიდევ გადაუჭრელი ვალის ჭერის მოლაპარაკებების შუაგულში“ - განაცახადა კრისტალინა გეორგიევამ.
ფრთხილი ზომების მიღებისა და სწორი კომუნიკაციისკენ სავალუტო ფონდმა უკვე მოუწოდა ფედერალურ რეზერვს, რათა მკაცრი მონეტარული პოლიტიკა არ გახდეს ბანკების დეფოლტის გამოწვევი მიზეზი. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ წელს, მარტიდან შემდეგ სამი მსხვილი ამერიკული ბანკი მოულოდნელად გაკოტრდა.