UBS-მა Credit Suisse-ის შესყიდვა დაასრულა
შვეიცარული UBS აცხადებს, რომ თავისი ადგილობრივი კონკურენტის Credit Suisse-ის გადაუდებელი შესყიდვა დაასრულა. შედეგად შეიქმნა გიგანტური შვეიცარიული ბანკი, 1,6 ტრილიონი დოლარის ბალანსითა და სიმდიდრის მენეჯმენტის უფრო დიდი შესაძლებლობებით.
ეს გარიგება 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე დიდი საბანკო გარიგებაა.
პროცესის დასრულების შესახებ UBS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სერჯო ერმოტიმ და თავმჯდომარემ კოლმ კელეჰერმა ღია წერილში განაცხადეს, რომელიც შვეიცარიულ გაზეთებში გამოქვეყნდა. წერილში ნათქვამია, რომ ეს შექმნის გამოწვევებს, მაგრამ ასევე "ბევრ შესაძლებლობას" კლიენტებისთვის, თანამშრომლებისთვის, აქციონერებისა და შვეიცარიისთვის.
ჯგუფი 5 ტრილიონი დოლარის აქტივებს გაუწევს ზედამხედველობას, რაც UBS-ს ბაზარზე წამყვან პოზიციას ანიჭებს. შერწყმა დაასრულებს Credit Suisse-ის 167-წლიან ისტორიას, რომელიც ბოლო წლებში სკანდალებითა და დანაკარგებით გრძელდებოდა.
ორი ბანკი ერთობლივად 120 000-ს ადამიანს ასაქმებს მთელ მსოფლიოში, თუმცა UBS-მა უკვე განაცხადა, რომ ხარჯების შესამცირებლად და სინერგიის შესაქმენლად სამუშაო ადგილებს შეამცირებს.