"სოფლის ნობათი" იოგურტისა და ხაჭოს დესერტის ასორტიმენტის ზრდას გეგმავს
კომპანია “სოფლის ნობათი“, რომელსაც 2010 წლიდან საერთაშორისო კორპორაცია „პეპსიკო" ფლობს, სადესერტო ხაზის განვითარებას გეგმავს. ამჟამად კომპანია 12 დასახელების სადესერტო პროდუქციას აწარმოებს.
როგორც „პეპსიკო საქართველოს“ საზოგადოებასთან და სახელმწიფო სამსახურებთან ურთიერთობის მენეჯერი/ იურიდიული განყოფილების უფროსი ნუნუ ფორჩხიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, იგეგმება იოგურტის და ხაჭოს დესერტის ასორტიმენტის გაზრდა და ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელება.
„პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში რძის მოხმარება გაიზარდა და ზრდის ტემპი სტაბილურად ნარჩუნდება, ამ კუთხით ვგეგმავთ ბევრი ახალი და სასიამოვნო სიახლე შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს.
2010 წლიდან ასორტიმენტს დაემატა საღი რძისგან დამზადებული პროდუქტები (რჩეულის ხაზი), ლიზენცირებული საბავშვო რძის პროდუქტები (მხოლოდ ჩვენ ვფლობთ ბავშვთა კვების წარმოება -დაფასოების ლიცენზიას რძის პროდუქტების განხრით).
ჯამში, „სოფლის ნობათი“ 60-64 დასახელების რძის პროდუქტს აწარმოებს,“-აცხადებს ნუნუ ფორჩხიძე.
შეგახსენებთ, კომპანია „პეპსიკო“ დაარსდა 1902 წელს, თუმცა,გამაგრილებელ სასმელებს მცირე პარტიებით 1880 წლიდან აწარმოებდა.
საქართველოში კომპანიის წარმომადგენლობითი ოფისი 2010 წელს გაიხსნა, შპს „ვიმ ბილ დან საქართველოს“ ბაზაზე.
საქართველოში კომპანია წაროდგენილია ფართო ასორტიმენტით: სნეკები - Lay’s, Doritos, XTeam, წვენები - Sandora, Sadochok, რძის პროდუქტი - სოფლის ნობათი.