Twitter-ი მარკ ცუკერბერგს Threads პლატფორმის გამო ჩივილით ემუქრება
Twitter გეგმავს, რომ Meta Platforms-ს მისი ახალი Threads პლატფორმის გამო უჩივლოს.
მედიაში ვრცელდება Twitter-ის ადვოკატის ალექს სპიროს მიერ Facebook-ის მენეჯმენტ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის - მარკ ცუკერბერგსთვის გაგზავნილი წერილი.
ადვოკატი თავის წერილში Meta-ს Twitter-ის ყოფილი თანამშრომლების დაქირავებაში ადანაშაულებს, რომლებსაც „ჰქონდათ და აქვთ წვდომა Twitter-ის სავაჭრო საიდუმლოებებზე და სხვა უაღრესად კონფიდენციალურ ინფორმაციაზე“ - ნათქვამია წერილში.
Twitter-ის ერთ-ერთი ყოფილი უფროსი თანამშრომელი კი Reuters-სთან ამბობს, რომ მათ არაფერი იციან Threads-ზე მომუშავე ყოფილი თანამშრომლების შესახებ და არც რომელიმე ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი პერსონალის შესახებ, რომელსაც საერთოდ Meta-სთან ჰქონია შეხება.
პლატფორმა Threads, Meta-მ 5 ივლისს გაუშვა, სადაც 30 მილიონზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა.
პარალელურად, Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა თავისივე პლატფორმაზე დაწერა - "კონკურენცია კარგია, მოტყუება - არა".