თურქეთში ევროპის მასშტაბით უმსხვილესი, მზის ელექტროსადგური იხსნება
თურქეთში, კონიის პროვინციაში ევროპაში უმსხვილესი მზის ელექტროსადგური იხსნება.სადგურ „კარაპინარის“ სიმძლავრე 1350 მეგავატია და ის კომპანია Kalyon Energy-ს საკუთრებაა.
როგორც კომპანიიდან სააგენტო „ანადოლუს“ აცნობეს, „კარაპინარი“ 20 მილიონ კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, სამონტაჟო სამუშაოები კი 2020 წლის იანვრიდან მიმდინარეობს.
სადგურის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ, თურქეთში მზის ენერგიის დადგმული სიმძლავრე 20 პროცენტით გაიზრდება.ელექტროსადგუტი 3 256 038 პანელისგან შედგება.
პროექტს აქტიურ ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა ბრიტანეთის მთავრობა. მისი ჯამური ღირებულება კი მილიარდი დოლარია.
მზის ელექტროსადგური ყოველწლირად 3 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც მთელი თურქეთის ელექტრომოხმარების 1 პროცენტია. ახალი სადგური ელექტროენერგიის მოხმარებაზე 2 მილიონი ადამიანის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
ამასთან, ელექტროსადგურის ამუშავების შედეგად, გარემოში 2 მილიონი ტონა მავნე ნივთიერების გამოყოფა იქნება თავიდან აცილებული.