მსოფლიო
14/01/2021

ტრამპის იმპიჩმენტმა Bitcoin-ი გააძვირა

დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ Bitcoin-ი ისევ გაძვირდა.

Coinmarketcap-ის მონაცემებით, თბილისის დროით, 12:00 სთ 1 Bitcoin-ის ფასი 38 360 დოლარია, ბოლო 24 საათში კრიპტოვალუტა 12%-ზე მეტად არის გაძვირებული. კაპიტალიზაცია კი, 715 მლნ დოლარს აღემატება.

კრიპტობაზარზე გაძვირების ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტი დაამტკიცა.

 

Businesspartner