მსოფლიო
08/05/2023

Toyota მოდელ Yaris Ativ-ის გაყიდვებს აჩერებს

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ ტაილანდში Yaris Ativ-ის გაყიდვები და მიწოდება შეაჩერა. კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა შვილობილმა Daihatsu-მ გვერდითი შეჯახების უსაფრთხოების ტესტებში კარის ნაწილი გააყალბა.

მანამდე, გასულ თვეში, Toyota და Daihatsu აცხადებდნენ, რომ იკვლევდნენ, თუ როგორ შეიცვალა კარის ნაწილი გვერდითი შეჯახებისას უსაფრთხოების ტესტებში. კვლევა ჩატარდა დაახლოებით 88,000 პატარა მანქანაზე, გვერდითი შეჯახების უსაფრთხოების ტესტირების მიზნით.

”მე მჯერა, რომ Daihatsu-ს ბოლოდროინდელი პრობლემა არის ქმედება, რომელიც ღალატობს მომხმარებელთა ნდობას და არასოდეს უნდა იყოს შეწყნარებული“ - განაცხადა Toyota-ს თავმჯდომარემ აკიო ტოიოდამ ბანგკოკში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ტაილანდი წარმოების მოცულობით Toyota-ს მეოთხე უდიდესი გლობალური ცენტრია იაპონიის, აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ. ავტომწარმოებელმა გასულ წელს ქვეყანაში 659,000 მანქანა გამოუშვა, მათ შორის მისი ძვირადღირებული ბრენდის - Lexus-ის მოდელები.

Businesspartner