მსოფლიო
06/09/2023
Tesla-მ განახლებული სედანი Model 3 წარადგინა
Tesla-მ განახლებული სედანი Model 3 წარადგინა. გლობალური საჯარო დებიუტი პეკინში შედგა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Tesla-მ ავტომობილი შეერთებულ შტატებზე წინ ჩინეთში გამოუშვა - ელექტრო ავტომობილების მწარმოებელი ცდილობს ჩინეთის კონკურენტულ ბაზარზე უპირატესობა მოიპოვოს.
Model 3-ის ექსტერიერში მცირე ცვლილებებია, რამაც სედანის წინა მხარე უფრო გლუვი გახადა. ავტომობილს ახალი ფორმის ფარები აქვს. სხვა ახალი ფუნქციები მოიცავს სენსორულ სანავიგაციო სისტემას და უკანა დისპლეის - უკანა სავარძელში მყოფი მგზავრებისთვის.
ავტომობილი Tesla-ს შანხაის ქარხანაში მზადდება. ჩინეთში მისი საწყისი ფასი წინა მოდელთან შედარებით 12%-ით მაღალია.
ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ ახალი Model 3 წარდგენილი იქნება მიუნხენის ავტო შოუზეც.