მსოფლიო
24/04/2023

Tesla ქაოსშია - ინვესტორები მასკის ფასების შემცირების პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან

გასულ კვირაში Tesla-ს აქციები თითქმის 10%-ით დაეცა. ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა მიანიშნა, რომ ელექტრომობილების მწარმოებელი კვლავ გააგრძელებს ფასების შემცირებას მოთხოვნის გაზრდის მიზნით, თუნდაც ეს მტკივნეული დარტყმა იყოს მოგების მარჟაზე.

აქციების დაცემის შედეგად, ელექტრომობილების წამყვანმა მწარმოებელმა საფონდო ბირჟის ღირებულებიდან 50 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა. ამავდროულად კი, ფასების ომის ესკალაციის შიშმა აზარალა General Motors, Volkswagen AG და სხვა ავტომწარმოებლების აქციები.

პირველად 2021 წლის შემდეგ, Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 517 მილიარდი დოლარით დასრულდა სავაჭრო პლატფორმებზე.

Tesla-ს მთლიანი მარჟა პირველ კვარტალში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ იანვარში გლობალური ფასების ომი გააჩაღა აშშ-სა და ჩინეთში საკუთარი დომინირების დასაცავად.

Businesspartner